fbpx
საზოგადოება

მძიმე კადრები პეტრუპოლიდან: 15 წლის გოგონა 14 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა

პეტრუპოლიდან შოკისმომგვრელი ინფორმაცია ვრცელდება. 15 წლის გოგონა 14 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და უმძიმესი დაზიანებები აღენიშნება.

ირკვევა, რომ ის კლდეზე კიდევ რამდენიმე თანატოლთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდნენ. უცნობია, ზუსტად როგორ, მაგრამ გოგონა კლდიდან გადმოვარდა. ერთი ვერსიით, მისმა ერთმა მეგობარმა თმაზე მოქაჩა, შედეგად კი საზარელი შემთხვევა მოხდა.

ადგილზე დაუყოვნებლივ გაჩნდნენ მაშველები და პოლიცია, გოგონა გონზე იყო და როდესაც ოფიცრებმა ჰკითხეს, როგორ მოხდა ინციდენტი, შემთხვევით გადმოვარდა, თუ ხელი ჰკრეს, უპასუხა: “არ გეტყვით”.

მისი თანატოლები პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანეს, ხოლო დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში, მას დაზიანებული აქვს თავის ტვინი, კისერი და ოთხივე კიდური.

onalem

ტესტ