fbpx
საზოგადოება

კუნძულ როდოსზე დამხრჩვალი გოგონების ოჯახს ბერძენი ადვოკატები დაეხმარებიან

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი გოგონების მამა სასამართლოში ჩივის და მას ბერძენი ადვოკატები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. როგორც უკვე ცნობილია, კუნძულ როდოსზე სასტუმროს აუზში ორი თინეიჯერი გოგონა, 16 და 19 წლის დები, ერთდროულად დაიხრჩო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, პასუხისმგებლობა დაეკისრა სასტუმროს მფლობელსა და მაშველს, რომელიც, როგორც ამბობს, ინციდენტისას თავის ოთახში იმყოფებოდა, რადგან სამუშაო საათები დასრულებული ჰქონდა.

როდოსზე მოღვაწე ადვოკატები, კოსტა და ევაგელია ტაბაკები, ასევე ბრიუსელში მოღვაწე ადვოკატი, ფილიპო ცალახური, ფრანგების ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარებიან.

როგორც ცნობილია, სასტუმროში, მშობლების გარდა, იყო მათი უმცროსი და უფროსი და. 10 წლის გოგონა ინციდენტს შეესწრო კიდეც, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერაფერს მიხვდა.

16 წლის გოგონა აუზის ფსკერზე უკვე დამხრჩვალი იპოვეს, ხოლო მისი 19 წლის და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მაშველმა წყლიდან ამოიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როდოსზე მომხდარი უბედურება მსოფლიო მედიის განხილვის თემა გახდა.

 

onalem

ტესტ