fbpx
საზოგადოება

“ყველაფერი ჩემი ბრალია” – მეხანძრე, რომელმაც მატიში ცოლი და 6 თვის ბავშვი დაკარგა

ანდრეას დიმიტრიუ ნამდვილი მეხანძრის სიმბოლოა. მან მატის ხანძრის დროს ცოლი და  6 თვის ჩვილი დაკარგა და ყველაზე რთული მომენტების შესახებ საჯაროდ პირველად საუბრობს:

“სამსახურიდან ერთი დღით ადრე ვიყავი გაფრთხილებული, ვიდრე შეტყობინება მომივიდოდა, რომ ხანძრის ლოკალიზებისთვის უნდა წავსულიყავი. მარგარიტა ჩემს ტანსაცმელს ამზადებდა და სახლის დატოვება სწრაფად შევძელი. დაახლოებით 17:30 საათზე კოლეგამ შემატყობინა, რომ ცეცხლი დასახლებულ ადგილებს უახლოვდებოდა. სწორედ იქ იყო ჩემი სახლიც. მაშინვე დავურეკე ჩემს ცოლს და ვუთხარი, რომ საფრთხეში იყვნენ. რომ წაეყვანა ჩვენი შვილი და სწრაფად გაცლოდა იქაურობას. 

შემდეგ, რამდენჯერაც დაკავშირება ვცადე, არ გამოდიოდა. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ჩემი მანქანა წავიყვანე და მათ საძებნელად წავედი. პანიკაში ვიყავი და მანქანას უკონტროლოდ ვმართავდი. ჩემს გვერდით იყო ჩემი მეგობარიც, რომელიც ვალდებული არ იყო გამომყოლოდა, მაგრამ გამომყვა, ის ნამდვილი მეგობარია.

ბოლო კონტაქტისას მივხვდი, რომ ისინი სანაპიროსთან ახლოს იყვნენ, მარგარიტა მატის ძალიან კარგად იცნობდა, იცოდა ყველა ქუჩა, მაგრამ მე სანაპიროს ვერ ვუახლოვდებოდი, ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. ჩემი მეგობრის სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნიდი, ამიტომ უკან გამოვბრუნდით.

შემდეგ დავუკავშირდი ჩემს სიმამრს, რომელიც პირველი მივიდა იქ, სადაც მარგარიტა იყო და მან მითხრა: “მე აქ ვარ, მარგარიტასთან, მაგრამ, მინდა გამაგრდე, როცა აქ მოხვალ.” მივხვდი, რომ რაღაც საშინელი მოხდა.

როცა ისინი ვიპოვე, ჩემი შვილი ორ ადამიანს ეკავა, რომელიც მისთვის პირველადი დახმარების გაწევას ცდილობდა, მარგარიტა შოკში იყო, მაგრამ გონება არ ჰქონდა დაკარგული. “მარგარიტა, ჩემი ბრალია’, ვუთხარი მას. მაგრამ მან მიპასუხა: “ანდრეა, ეს აღარ გაიმეორო. ღმერთი დიდია და დაგვეხმარება.”

ეს იმიტომ ვუთხარი, რომ ერთი დღით ადრე, სანამ სამსახურში წავიდოდი, მან მთხოვა, რომ ბავშვის ნათლობისთვის ტანსაცმლის შესარჩევად წავსულიყავით. მე კი უარი ვუთხარი და სამსახური ვამჯობინე. მის მონათვლას სექტემბერში ვგეგმავდით. მისთვის რომ დამეჯერებინა, ეს, ალბათ, არ მოხდებოდა.

საავადმყოფოში მისვლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო, მარგარიტა კი რეანიმაციაში მოათავსეს და მე ვხედავდი ქალს, რომელიც ჩვენი შვილის გადასარჩენად იბრძოდა, მისი გარდაცვალებიდან 12 დღის შემდეგ კი, თვითონაც დამტოვა. მე იმ მომენტში ყველაფერი დავკარგე. ჩვენ 18 წელი ვიყავით ერთად და ძალიან სწრაფად დავკარგე.

ყოველ ღამით ვეძებ “იქნებ”-ს, მაგრამ ამას დასასრული არ აქვს.

მე ისევ იმ სახლში ვცხოვრობ, სადაც მათთან ერთად ვცხოვრობდი.”

onalem

ტესტ