fbpx
საბერძნეთი

რატომ იყო ასეთი საგრძნობი ათენში მომხდარი მიწისძვრა?!

დღეს, 13:08 საათზე, ათენში 3,7 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ბიძგი საკმაოდ ძლიერი და საგრძნობი იყო თითქმის ყველა გარეუბანში.

მიუხედავად იმისა, რომ 3,7 ბალი არ არის დამანგრეველი ძალის მიწისძვრა, გეოდინამიკური ინსტიტუტი აცხადებს, რომ ის განსაკუთრებით საგრძნობი თავისი მცირე სიღრმის გამო იყო.

მიწისძვრის სიღრმე 14.8 კილომეტრს უდრის, რის გამოც ჩრდილოეთ ატიკაში მოსახლეობამ განსაკუთრებით იგრძნო ის.

შეგახსენებთ, რომ ეპიცენტრი მდებარეობდა ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 11 კილომეტრში.

onalem

ტესტ