fbpx
საზოგადოება

საიუველირო მაღაზიის მეპატრონის ბოდიში ზაკ კოსტოპულოს მიმართ

ზაკ კოსტოპულოს გარდაცვალების მიზეზებების კვლევისას, გამომძიებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მაღაზიის მეპატრონემ აუცილებლად უნდა მოიხადოს ბოდიში 33 წლის ზაკის ტრაგიკული სიკვდილის გამო.

მართლაც, გავრცელებული ინფორმაციით, ზაკის მეგობრები და ნათესავები საპროტესტო აქციას ჩაატარებენ ყოფილი ეველპიდონის სკოლის გარეთ, სადაც 73 წლის იუველირი ბოდიშს მოიხდის.

როგორც protothema.gr-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, მაღაზიის მეპატრონე და კიდევ ერთი პიროვნება ფეხებს ურტყამენ უკვე ძირს დავარდნილ ზაკს.

პროკურატურას იუველირის წინააღმდეგ შემდეგი ბრალდება აქვს: ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება, რაც საკმაოდ სერიოზული დანაშაულია..

“მამაჩემს არასწორად სდებენ ბრალს, მას არ ჰქონია ზაკის მოკვლის განზრახვა. მან პოლიცია გამოიძახა” – ამბობს საიუველირო მაღაზიის მეპატრონის ვაჟი. იგი ამბობს, რომ “მამამისს მხოლოდ მძარცველის მაღაზიიდან გაშვება არ უნდოდა.”

გვამის გაკვეთის შედეგები ცნობილია და ექიმმა განაცხადა, რომ “სიკვდილის მიზეზი ჯერ ვერ განისაზღვრა. მართალია, გარდაცვლილს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, თუმცა ისინი არ იყო სასიკვდილო.”

როგორც ჩანს, ზუსტი პასუხი მხოლოდ ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური გამოკვლევებით გახდება ცნობილი. მათ ჩატარებას კი გარკვეული დრო დასჭირდება.

ამადროულად, პოლიციამ  მოახერხა მეორე, 55 წლის ასაკის მამაკაცის იდენტიფიცირება, რომელიც იუველირთან ერთად, ძირს დავარდნილ ზაკს ურტყამს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ომონიაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელია. მან განაცხადა, რომ “იუველირის დასაცავად მოიქცა ასე.”

onalem

ტესტ