fbpx
კრიმინალი

რა პირობებში არიან ქართველი პატიმრები კორიდალოს ციხეში – ესპრესო, გაზინო, ძვირადღირებული სასტუმროს ოთახის ნივთები და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ქართველ და ავღანელ პატიმრებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ციხის საკნების მკაცრი შემოწმება ჩატარდა. რთულია ითქვას, ეს ნამდვილად საპყრობილეა, თუ ადგილი, რომელიც თავისუფლებას სჯობს. ბერძნული მედია ავრცელებს დაზუსტებულ ცნობებს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ კორიდალოს ციხეში ქართველი და სხვა პატიმრები.

ისინი არათუ კომფორტულად გრძნობენ თავს, არამედ საკნებში მოწყობილი აქვთ ყველანაირი ფუფუნება, რაც კი შესაძლოა პატიმრებმა წარმოიდგინონ: კაზინო, თავისი სპეციალური მაგიდებით, კაფეტერია, ესპრესოს და სხვადასხვა ყავების მოსამზადებელი აპარატებით. ასევე ნივთები, რომლებიც ძირითადად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრებში გვხვდება და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ქართველ და ავღანელ პატიმრებს შორის დაპირისპირების დასრულების შემდეგ ამოღებულია სხვადასხვა სახელდახელოდ დამზადებული დანები და ცივი იარაღები.

onalem

ტესტ