fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უსაბუთო ემიგრანტების დაკავება და დეპორტაცია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ბერძნული ოპოზიციური პარტიები ათენში უსაფრთოების უზრუნველყოფას უსაბუთო მიგრანტების დაკავებასა და დეპორტაციაში ხედავენ – ამის შესახებ წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების შედეგების დასკვნაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა, ოპოზიციური პარტიების ლიდერების გამოკითხვას ისახავდა მიზნად, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ საბერძნეთის პარლამენტში მოხვდნენ და პოტენციურ ხელმძღვანელ პირებად მიიჩნევიან.

კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ უსაბუთო მიგრანტების დაკავების აუცილებლობას განსაკუთრებით ატიკის რეგიონში, ათენის ცენტრში და პატრასისა და კალამატას რეგიონებში მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მიერ 2016 წლის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებებით, მკვეთრად გამარტივდა არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაცია, რასაც კვლევის ავტორებიც დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემა არა უცხო ქვეყნის მოქალაქეების რიცხოვნობაში, არამედ მათ აღრიცხვიანობასა და უკანონო საქმიანობაშია .

onalem

ტესტ