fbpx
საბერძნეთი

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტები – რომელ ადგილებს იკავებენ ბერძნული და ქართული პასპორტები?!

კოვიდ-19-მა მსოფლიოში ისეთი ვითარება შექმნა, რომ შესაძლოა პასპორტის ძალა ახლა აღარაფერს ნიშნავდეს, ვინაიდან მოგზაურობა, თითქმის, შეუძლებელი გახდა. მიუხედავად ამისა, როდესაც მოსახლეობა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, კვლავ მნიშვნელოვანი გახდება შესაძლებლობები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნის პასპორტის მფლობელებს ექნებათ.

Henley Passport Index-მა კვლავ გამოაქვეყნა მსოფლიო რეიტინგი, სადაც მოყვანილია ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნები, თუმცა, ცხადია, არ არის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის გამოა მსოფლიოში დაწესებული.

გლობალურ რეიტინგში ქართული პასპორტი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და კიდევ 152 ქვეყნის პასპორტებს უსწრებს.

passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი 110 ქვეყანას შორის 50–ე ადგილს იკავებს და უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე მაგალითად, თურქეთს, ყაზახეთს, ბელარუსს და ა.შ. საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში შეუძლია.

ამ რეიტინგში პირველ ადგილზეა იაპონია, რომლის მოქალაქეები უვიზოდ 193 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

ათეულში ასევე მოხვდნენ – სინგაპური, გერმანია, სამხრეთ კორეა, ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოს უსწრებს უკრაინა და ის 35-ე ადგილს იკავებს. უკრაინის მოქალაქეები უვიზოდ 136 ქვეყანაში გადაადგილდებიან.

1. იაპონია (193 მიმართულება)

2. სინგაპური (192 მიმართულება)

3. სამხრეთ კორეა, გერმანია (191)

4. იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი (190)

5. დანია, ავსტრია (189)

6. შვედეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია (188)

7. შვეიცარია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ბელგია, ახალი ზელანდია (187)

8. საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ავსტრალია (186)

9. კანადა (185)

10. უნგრეთი (183)

passportindex.org-ის მონაცემებით, რეიტინგში ბოლო, 110-ე ადგილს იკავებს ავღანეთის მოქალაქის პასპორტი. ავღანელებს უვიზოდ შეუძლიათ მხოლოდ 26 ქვეყანაში მოგზაურობა. ავღანეთთან ერთად რეიტინგის ბოლოში მოხვდნენ – ერაყი, სირია და პაკისტანი.

onalem

ტესტ