fbpx
კრიმინალი

ათენი: 25 წლის გოგოზე თავდამსხმელი ბიჭი მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელსაც შერიგებაზე უარს ეუბნებოდა

როგორც უკვე ცნობილია, 25 წლის გოგონაზე თავდამსხმელი მამაკაცი დაკავებულია. პოლიციის ცნობით, ის მისი ყოფილი შეყვარებულია, რომელსაც შერიგებაზე უარს ეუბნებოდა და სწორედ ეს გახდა თავდასხმის მიზეზი.

დაკავებულმა ჩვენებაში განაცხადა, რომ ნაჭერი, რომელიც მან ფეხმძიმე გოგონას სახეზე მიადო, ამიაკით იყო გაჟღენთილი.

25 წლის მამაკაცი პოლიციამ თავისსავე ბინაში დააკავა, სადაც მარიხუანაც აღმოუჩინეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გაასამართლებენ.

მანქანა, რომელიც მან თავდასხმის დროს გამოიყენა, ჩამორთმეულია, თუმცა, ის არა მისი, არამედ დედამისის საკუთრებაშია.

onalem

ტესტ