fbpx
კრიმინალი

კორონავირუსის გავრცელება საბერძნეთში: დაკავებულია 96 ადამიანი

საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გაცემული ბრძანებების დაუმორჩილებლობაში 91 ბიზნეს დაწესებულება ამხილეს, ხოლო დაკავებულია 96 ადამიანი.

12 მარტიდან მოყოლებული საბერძნეთის პოლიცია აწარმოებს შემოწმებებს კანონდარღვევებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ცნობილია, ქვეყნის მასშტაბით არ უნდა მუშაობდეს არცერთი კაფე-ბარი, რესტორანი და ტავერნა.

სწორედ აქედან გამომდინარე გაირკვა, რომ მუშაობდა 91 დაწესებულება:

• (36) ატიკაში,
• (19) დასავლეთ საბერძნეთში,
• (9) თესალიაში,
• (5) დასავლეთ მაკედონიაში,
• (5) აღმოსავლეთ მაკედონიასა და თრაკიში,
• (5) სამხრეთ ეგეოსში,
• (4) კრეტაზე,
• (3) პელოპონისოში,
• (3) თესალონიკში
• (2) ცენტრალურ მაკედონიაში,
• (2) ცენტრალურ საბერძნეთში,
• (2) ეპირუსში და
• (1) ჩრდილოეთ ეგეოსში.

onalem

ტესტ