fbpx
ჯანმრთელობა

კორონა ვირუსი: რა აჩვენა პატრასში 40 წლის პაციენტის ანალიზებმა?!

როგორც უკვე ცნობილია, პატრასის საავადმყოფოში 40 წლის მამაკაცი კორონა ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს. ის გერმანიიდან საბერძნეთში იტალიის გავლით ჩამოვიდა, რის გამოც ეჭვი გაჩნდა, რომ დაინფიცირებული იყო.

ანალიზებმა მის ორგანიზმში გრიპის ვირუსის არსებობა არ დაადასტურა, რაც კიდევ უფრო ზრდის მომაკვდინებელი დაავადების ქონის რისკს. მამაკაცს პნევმონიული მახასიათებლები აქვს გამოვლენილი.

ახლა პერსონალი სპეციალური ანალიზის პასუხებს ელოდება, რომელიც კორონა ვირუსსაც გამორიცხავს.
აღნიშნული შედეგები ხვალისთვის იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 4-მე გაიზარდა, რამდენიმე სოფელი კარანტინშია, მთავრობა ცდილობს გავრცელება თავიდან აიცილოს.

onalem

ტესტ