fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა – დრაგასიასა და დამასკინიაში კარანტინი მოიხსნა

კოზანის რეგიონის ორ სოფელში, დამასკინიასა და დრაგასიაში დღეს დილიდან კარანტინი მოიხსნა. სოფლებში შესვლა-გასვლა 16 მარტიდან იყო აკრძალული, მას შემდეგ, რაც ორივეგან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა და დაიღუპა ოთხი ადამიანი.

სასიხარულო ინფორმაციით, უკვე ერთი კვირაა, რაც სოფლებში არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა და სახელმწიფომ კარანტინი მოხსნა.

დამასკინია და დრაგასია მდებარეობს კასტორიასთან ახლოს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, სოფლებში შესვლა-გასვლის აკრძალვის მოხსნის მიუხედავად, ისინი მოსახლეობას მაინც უზრუნველყოფენ ყველანაირი საკვებითა და მედიკამენტებით, რათა ინტენსიური გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

შეგახსენებთ, რომ მთელი საბერძნეთის მასშტაბით არააუცილებელი მიზეზით გადაადგილება 27 აპრილამდე აკრძალულია.

onalem

ტესტ