fbpx
პოლიტიკა

გათავისუფლებული სკოლის დარაჯის “უსიამოვნო” დიალოგი კირიაკოს მიცოტაკისთან

მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც კირიაკოს მიცოტაკის არ ესიამოვნა, თესალონიკში, პოლიტიკური პარტიის “ახალი დემოკრატიის” სესიაზე მოხდა.

გათავისუფლებული სკოლის მცველი მას ოთახში ელოდა და როგორც კი კირიაკოსი მასთან ახლოს აღმოჩნდა, სკოლის მცველმა იგი შეაჩერა და პატარა დიალოგიც გამართა შემდეგი შეკითხვით:

“პირადად თქვენ როდესაც მინისტრი იყავით თქვენი მმართველობის დროს, თქვენი პირადი გადაწყვეტილებით, მე და ჩემი კოლეგები სამუშაოდან დაგვითხოვეთ. მე, პოლიტიკური პარტიის “ახალი დემოკრატიის” მხარდამჭერი ვიყავი 1989 წლიდან, თუმცა, მითხარით, რატომ უნდა ავირჩიო ახლო მომავალში კირიაკოს მიცოტაკის, ვინც პირადად სამუშაოდან დამითხოვა და გამაგდო მისი გადაწყვეტილებებით?”

კირიაკოს მიცოტანის პასუხი ასეთი იყო:

“ხმას მისცემ “ახალ დემოკრატიას” იმ შემთხვევაში თუ შენი ნდობა მოვიპოვეთ დღევანდელი პრეზენტაციით და იმით რაც აქ გამართულ სესიაზე იხილე. თუმცა, თემა რომელზეც ლაპარაკობთ უკვე “დახურულია”. არ დავბრუნდეთ იმ დროში როდესაც ეს თემა აქტიური იყო. ეს ყველასთვის მტკივნეული იყო. პირველ რიგში თქვენთვის, შემდეგ კი ჩვენთვის ვინც გადაწყვეტილებებს ვიღებდით.” 

აქვე ავღნიშნოთ, რომ სკოლის მცველს სამუშაო აღუდგინა ალექსის ციპრას მმართველობის პერიოდში.

One thought on “გათავისუფლებული სკოლის დარაჯის “უსიამოვნო” დიალოგი კირიაკოს მიცოტაკისთან

Comments are closed.