fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ყველაზე მაღალი სასტუმრო 110 მილიონ ევროდ იყიდება

საბერძნეთში ყველაზე მაღალი სასტუმრო, President, რომლის ფართობი საერთო ჯამში 34.280 კვადრატული მეტრია, 110 მილიონ ევროდ იყიდება. ირკვევა, რომ ოჯახი, რომელიც სასტუმროს ფლობს, მის გაყიდვას უკვე ორი წელია ცდილობს.

სასტუმრო არის 22 სართულიანი, აქვს 517 ნომერი, 918 საწოლი და 197 საპარკინგე ადგილი. ის 1970-იანი წლების დასასრულს აშენდა და კუბური არქიტექტურის ნიმუშია. უნდა აღინიშნოს, რომ 2004 წელს მოხდა სასტუმროს რესტავრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ President ორი წელია იყიდება, განსაკურებული დარტყმა წელს პანდემიამ მიაყენა, ვინაიდან ტურისტების არარსებობის გამო ათენის ცენტრში ჯავშნების რაოდენობა რეკორდულ მინიმუმზეა.

onalem

ტესტ