fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი კვლავ უარესდება – ძლიერი ქარი და წვიმა, თუმცა, 31 გრადუსი

საკის არნაუტოღლუს პროგნოზის მიხედვით, საბერძნეთში მომდევნო 24 საათის მანძილზე კვლავ მზიანი ამინდი და მაღალი ტემპერატურა გველის, მაგრამ კვირის ბოლო დღეს კვლავ წიმასა და ძლიერ ქარს გვპირდება.

შაბათს ღამიდან ღრუბლიანობა ნელ-ნელა მოიმატებს და კვირა დღიდან რამდენიმე რეგიონში, განსაკუთრებით: პელოპონისოში, სტერეაში, თესალიაში, იპიროსა და მაკედონიის ტერიტორიებზე მოსალოდნელია კვლავ წვიმა.

ზღვისგან მოშორებულ ტერიტორიებზე ნავარაუდევია 30-31 გრადუსი, მიუხედავად ღრუბლიანობისა.

ატიკის რეგიონში ნავარაუდევია ღრუბლიანობის მომატება, განსაკუთრებით შუადღის საათებში, იქროლებს ქარი, 4 ბალის სიძლიერის, ხოლო ჰაერი 19-დან 32 გრადუსამდე იმერყევებს.

ცენტრალურ მაკედონიაში დღე დაიწყება მზიანი ამინდით, თუმცა, მალევე მოიმატებს ღრუბლიანობა, რასაც მოჰყვება პერიოდული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 18-დან 27 გრადუსამდე.

onalem

ტესტ