fbpx
საბერძნეთი

ხვალ! რომელ საათზე წყვეტს მუშაობას ათენის მეტრო და ელექტრო მატარებელი

ხვალ, 31 დეკემბერს, ათენის მეტრო, ელექტრო მატარებელი და ტრამვაი განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებენ.

2020 წლის ბოლო დღეს ელექტრო მატარებელი (მე-2 ხაზი) ბოლო რეისს, პირეადან კიფისიის მიმართულებით, შეასრულებს 22:20 საათზე, კიფისიიდან პირეას მიმართულებითაც ზუსტად იგივე დროს.

მეტროს მეორე ხაზი, ანთუპოლი-ელინიკო, ბოლო რეისს შეასრულებს 22:43 საათზე, ხოლო ელინიკო-ანთუპოლის ბოლო მარშრუტი განხორციელდება 22:38 საათზე.

რაც შეეხება ტრამვაის, სინდაღმიდან ვულას მიმართულებით ბოლო მატარებელი გავა 21:58 საათზე, სინდაღმიდან აგიოს კოსმას მიმართულებით 22:34 საათზე, ვულადან სინდაღმის მიმართულებით ბოლო რეისი შესრულდება 21:27 საათზე, ხოლო ვულადან აგიოს ალექსანდროს მიმართულებით 23:04 საათზე.

 

 

onalem

ტესტ