fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: შუაღამის 03:00 საათზე ოჯახს საძინებელ ოთახში მანქანა შეუვარდა – დაშავებულია ორი ადამიანი

წარმოუდგენელი ინციდენტი ლამიაში მოხდა. წარმოიდგინეთ, რომ ღამით მშვიდად გძინავთ და სრულიად მოულოდნელად თქვენი საძინებლის კედელს მანქანა ანგრევს. სწორედ მსგავსი რამ შეემთხვა ლამიელ ოჯახს – ღამის 03:00 საათზე მათ საძინებელში მანქანა შევარდა, პირდაპირი მნიშვნელობით.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავპაქტოს ქუჩასთან არსებულ გზაზე მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, მძღოლმა საჭეზე კონტროლი სრულად დაკარგა და სახლს შეეჯახა. კედელი, რომელიც შეჯახების შედეგად ჩამოინგრა, ეკუთვნოდა საძინებელ ოთახს, რაც ნიშნავს, რომ მძინარე ოჯახს სახლში მანქანა შეუვარდა.

ინციდენტის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც მანქანაში იჯდა, რაც შეეხებათ სახლის პატრონებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

onalem

ტესტ