fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით საბერძნეთში რუსული სპუტნიკი იხურება

პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში რუსული სპუტნიკი იხურება. ეს ინფორმაცია მეხივით გავარდა რუსული საინფორმაციო გუნდისთვის საბერძნეთში, რომელთაგან ყველა, ცხადია, ამ ეტაპზე სამსახურის გარეშე დარჩა.

როგორც ირკვევა, რუსული საინფორმაციო წყარო პროპაგანდის შეჩერების მიზნით დაიხურა. სპუტნიკი ავრცელებს სტატიას, სადაც საბერძნეთს დემოკრატიის ქვეყნად ირონიულად მოიხსენიებს.

“დემოკრატიის” საბერძნეთმა და “უფლებებისა და თავისუფლებების” ევროპამ სპუტნიკი დახურა. სპუტნიკი, რომელზეც ჟურნალისტები, რეპორტიორები და ადმინისტრაციული პერსონალი დიდი მონდომებითა და რწმენით მუშაობდა ყველას ინფორმირებისთვის.

“პროპაგანდის შეჩერების” საბაბით ევროპული ინსტიტუტები და მთავრობა აჩვენებს იმას, რაც მათ რეალურად სურთ: გააკონტროლონ რა გავა ეთერში და რომელი ინფორმაციაა სწორი და რომელი უნდა მოიჭრას,” წერს სპუტნიკი.

როგორც ჩანს, კირიაკოს მიცოტაკი საკმაოდ ბევრ ნაბიჯს დგამს რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ბერძნული მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

onalem

ტესტ