fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ამინდი უმჯობესდება – ტემპერატურის ეტაპობრივი მატება და აფრიკული მტვერი

ორდღიანი წვიმიანი ამინდის შემდეგ, რომელმაც დასავლეთ საბერძნეთი დააზარალა, როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ტემპერატურა ისევ იმატებს და შემოდგომიდან კვლავ საგაზაფხულო ამინდზე გადავდივართ.

მეტეოროლოგთა ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და სამხრეთის ქარები საბერძნეთში აფრიკულ მტვერსაც კი გადმოიტანს, აქედან გამომდინარე, დილისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხილვადობის შემცირება.

მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ საბერძნეთის ჩრდილო-დასავლეთით, კვირა დღეს, ხოლო მომავალი პარასკევის ჩათვლით წვიმა აღარ არის ნავარაუდევი.

ტემპერატურა ჩრდილოეთით ოდნავ მოიმატებს და მიაღწევს 21 გრადუსს, ხოლო დანარჩენ რეგიონებში 25-26 გრადუსი დაფიქსირდება.

ატიკაში დილის საათებში დაფიქსირდება მცირე მოღრუბლულობა, ტემპერატურა კი 24 გრადუსამდე აიწევს, თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, რომელიც დროებით მოიმატებს, ხოლო შემდეგ ისევ შემცირდება, ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

onalem

ტესტ