fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

როდის დაიწყება ახალი ბერძნული პირადობის მოწმობების გაცემა

როგორც ჩანს, საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო უკვე მზადაა, დაიწყოს ახალი პირადობის მოწმობების გაცემა.

მზადების საბოლოო ეტაპი მომდევნო რამდენიმე დღეში დასრულდება. ახალი პირადობის მოწმობები იქნება ისეთი, როგორებიც აქვთ ევროპის სხვა წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. გარდა ამისა, ძველი მოწმობების ახალი ბიომეტრიული ბარათებით ჩანაცვლება წარმოადგენს საბერძნეთის საკონტრაქტო ვალდებულებას, რომელიც ქვეყანას 2000 წლის შუა პერიოდიდან აქვს.

პოლიციის ექსპერტების ინფორმაციით, ახალი ბარათი იქნება პლასტიკური და მასზე დატანილი იქნება მიკროჩიპი. სწორედ მიკროჩიპზე შეინახება პირადი მონაცემები. ბარათზე გამოჩნდება მფლობელის სახელი და გვარი, მაგრამ არა მისი თითის ანაბეჭდი.

პირადობის მოწმობების შეცვლა სახელმწიფოს საერთო ჯამში 80 მილიონი ევრო უჯდება. თითოეული მათგანი 8-10 ევროს ღირებულებისაა. აღნიშნული საფასური ბარათის შეცვლის მსურველმა თავად უნდა გადაიხადოს.

onalem

ტესტ