fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ორი უცხოელის ფოტოს ავრცელებს, რომლებიც სანაპიროებზე ხალხს ძარცვავდნენ

ორი უცხოელი ათენის სამხრეთ გარეუბნებში, სანაპიროებზე ხალხს ძარცვავდა. საბერძნეთის პოლიცია მათ ფოტოებსა და პირად ინფორმაციას ავრცელებს.

უცხოეთის ორი მოქალაქე 23 აგვისტოს ალიმოს ტერიტორიაზე დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ჯგუფურ, მრავალჯერად ძარცვაში. კერძოდ, მათ პოლიციის დანახვისას ორი ზურგჩანთა გადააგდეს და გაქცევა სცადეს.

ჩანთებში აღმოჩენილ იქნა პირადი დოკუმენტები, ქალის ტანსაცმელი და ნარკოტიკული საშუალების მცირე დოზა.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი აგვისტოში სამხრეთ სანაპიროებზე სისტემატიურად ქურდობდნენ.

1. SKAFF FOUAD του CHARBEL και της SUZY γεννηθέντα στις 27-3-1981 στο Λίβανο

2. OBEID SIZAR του ABDOLAH και της HASSUM γεννηθέντα στις 1-4-1991 στη Συρία

onalem

ტესტ