fbpx
საბერძნეთი

“ვიცი, რომ სხვანაირად გვსურდა, ახალ წელს შევხვედროდით, მაგრამ “ომიკრონი” მძვინვარებს” – კირიაკოს მიცოტაკის

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლეობას საახალწლო მიმართვა გაუგზავნა.

“ძვირფასო თანამოქალაქეებო,

უკან ვტოვებთ ბევრი სირთულეებით და ამავე დროს, დიდი ძალისხმევით სავსე წელს… ვხვდებით ახალს და პარალელურად, იგივე ბრძოლას განვაგრძობთ. 2021 წელი თითქმის ისევე იხურება, როგორც დაიწყო: სიფრთხილით პანდემიის მიმართ და დიდი ყურადღებით ეკონომიკის მიმართ. ზუსტად 1 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში პირველი ვაქცინები შემოვიდა, დღეს კი, მოზრდილი მოსახლეობის 80%, ანუ 5-დან 4 ვაქცინირებულია. ამას გარდა, კარგად მისი მესამე დოზის მიღების და ბავშვების ვაქცინაციის პროცესი.

ვიცი, რომ სხვანაირად გვსურდა, ახალ წელს შევხვედროდით, მაგრამ სამწუხაროდ, “ომიკრონი” მძვინვარებს მთელ პლანეტაზე. მას გადაცემის მაღალი უნარი აქვს, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით, არ იწვევს მძიმე ავადმყოფობას.

ახალ წელს გარკვეული შეზღუდვებით ვხვდებით, ასეთია ექსპერტთა რეკომენდაცია. დაე, მათი კამპანია, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, იყოს იმ მუსიკის შემცვლელი, რომელსაც ამ დღეებში ვერ მოვისმენთ.

მომდევნო კვირებში გვექნება ტალღები, მაგრამ გვაქვს ძალები უკან მოვიტოვოთ ისინი, გავუძღვეთ ჩვენს სამშობლოს სუფთა წყლებისკენ, რა თქმა უნდა, ექსპერტების და პროფესორების რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს პოზიცია იქნება საუკეთესო საჩუქარი ჩვენთვისაც და ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც. და მე პირობას ვდებ, რომ კვლავ დავდგები იმ ადამიანთა გვერდით, რომლებიც დაზარალდებიან. 

გილოცავთ დამდეგ 2022 წელს, ყველა ბერძენს, მთელ ქვეყანას და მთელ მსოფლიოს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას, თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს!”

onalem

ტესტ