fbpx
საბერძნეთი

ახალი წლის ღამე 02:00 საათამდე, მუსიკის გარეშე – აკრძალვებმა ჯავშნები 100%-ზე მიიყვანა

როგორც ჩანს, საბერძნეთში გამოცხადებულმა აკრძალვებმა ვითარება სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ტავერნები და რესტორნები 02:00 საათამდე მუშაობენ, მაგრამ მუსიკის გარეშე, ერთ მაგიდასთან კი მხოლოდ 6 ადამიანია დაშვებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე ჯავშნების რაოდენობამ კერძო საცხოვრებლებში, რომლებიც მოკლე ვადით ქირავდება, 100%-ს მიაღწია. საუბარია შემდეგ ტერიტორიებზე: არახოვა, პალიოს აგიოს ათანასიოს, მეცოვო, კალავრიტა, მთიანი კორინთია, ტრიკალა. ხოლო გასაქირავებელ საცხოვრებელთა ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი ფლორინაში, თესალონიკში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ატიკაში.

შეგახსენებთ, რომ იკრძალება წვეულებების მოწყობა როგორც საჯარო, ასევე კერძო სივრცეში. აღნიშნულის დაფიქსირების შემთხვევაში გამქირავებლისთვის განისაზღვრება ჯარიმა 200.000 ევროს ოდენობით, ხოლო დამქირავებელი 50.000 ევროთი დაჯარიმდება.

onalem

ტესტ