fbpx
საბერძნეთი

150 წლიანი უწყვეტი მუშაობის შემდეგ სინდაღმაზე სასტუმრო “დიდი ბრიტანეთი” იკეტება

კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით გამოიწვია მოვლენები, რომლებიც ერთ დროს ყველაზე წარმოუდგენელი ჩანდა. კომპანია Λάμψα ოფიციალურად აცხადებს, რომ პანდემიის საფრთხის გამო ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და ძვირადღირებული სასტუმრო “დიდი ბრიტანეთი” იკეტება.

სინდაღმაზე მდებარე სასტუმროს 150 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს და ის არასოდეს ყოფილა დაკეტილი. როგორც ირკვევა, ასევე დაიხურება სასტუმრო King George, რომელიც მის გვერდით მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროები, რომლებიც 12 თვიანი მუშაობის სტატუსის ქვეშ არიან, დახურულია. თითო მუნიციპალიტეტში მუშაობს მხოლოდ ერთი სასტუმრო.

onalem

ტესტ