fbpx
საბერძნეთი

საშობაო საჩუქარი საბერძნეთში – როდის უნდა ჩაირიცხოს თანხა 2022 წლის დღესასწაულზე?!

კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, როგორც ყოველთვის, დამატებით თანხას მიიღებენ საშობაოდ, საჩუქრის სახით და 2022 წელს ეს თანხები 21 დეკემბრამდე უნდა ჩაირიცხოს. სწორედ ეს არის ბოლო თარიღი, რომლამდეც დამსაქმებლები ვალდებულნი არიან, რომ თანამშრომლებს თანხები საბანკო ანგარიშებზე გადაურიცხონ.

საჩუქრის (თანხის) რაოდენობა განისაზღვრება დასაქმებულთა ანაზღაურების მეთოდით, ანუ იღებენ თანხას დღიურად თუ თვიურად, გაანგარიშების პერიოდი კი, არის 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველ წელს.

ერთი თვის მთლიანი ხელფასის საჩუქრად მიღების უფლება აქვთ მათ, ვინც ოფიციალურად მუშაობს 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 25 დღის თანხა უნდა მიიღონ მათ, ვინც ხელფასს დღიურად იღებს.

აღსანიშნავია, რომ სააღდგომო საჩუქარი ეხებათ მხოლოდ მათ, ვინც მუშაობს ოფიციალურად, ანუ კონტრაქტით. დამსაქმებელი მხოლოდ ამ შემთხვევაშია ვალდებული დაგირიცხოთ შესაბამისი თანხები ანგარიშებზე.

onalem

ტესტ