fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია ყველა სკვერსა და პარკში, კიოსკებთან და მარკეტებთან – პატრულირება ძლიერდება

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია ისეთივე აქტიურ რეჟიმში იმუშავებს, როგორც ეს იყო კარანტინის პერიოდში.

რა იგულისხმება ?!

კერძოდ, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ცნობით, დღეს გაიმართა ოფიციალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ პოლიციის ოფიცრები პატრულირებას გააძლიერებენ და ივლიან ყველა პარკსა და სკვერში, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც დიდი ალბათობაა, რომ შეიქმნას ხალხით გადატვირთულობა, შეიკრიბოს 9 ადამიანზე მეტი.

ამრიგად, ოფიცრები იმოძრავებენ და ექნებათ მეგაფონები, რომლითაც ხალხს მოუწოდებენ, რომ მოერიდონ გადატივრთულობას და დაიცვან დისტანცია, უსაფრთხოების მიზნით.

წესისამებრ, კანონდამრღვევებზე გამოიწერება ჯარიმაც, რომელიც განსაზღვრულია 150 ევროთი.

ასევე, გაკონტროლდება კიოსკების და მინიმარკეტების ტერიტორიები, რათა არ მოხდეს დიდი რაოდენობის ალკოჰოლის გაცემა.

ექსპერტთა თქმით, ატიკის რეგიონში, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, განსაკუთრებით რთული სიტუაციაა და ფაქტობრივად, ოპტიმიზმის საფუძველი არ არსებობს.

 

onalem

ტესტ