fbpx
საზოგადოება

“საზოგადოება ჩვენი მტერია, ჩვენს საქმეს პატივს არ სცემს” – ბერძენი ექთნის დრამატული ინტერვიუ

“პირადად მე დედაჩემი 9 თვეა არ მინახავს და ყოველდღე იგივე შიშს ვატარებ, ჩემი შვილების გამო,” სულისშემძვრელია ბერძენი ექთნის, ირინი მიკროვასილის ინტერვიუ, რომელიც ტელეკომპანია Mega-ს ეთერში გავიდა.

როგორც ქალი ამბობს, კორონავირუსი ერთი მტერია, ხოლო მეორე მტრად უკვე საზოგადოება იქცა. ადამიანები პატივს არ სცემენ მათ მძიმე შრომას და ამაში გულისხმობს იმას, რომ არ იცავენ ზომებს, რომლებიც საკმაოდ მარტივია, შემდეგ კი მთელი დატვირთვა სამედიცინო პერსონალზე გადადის.

“საზოგადოება ჩვენ პატივს არ გვცემს, პატივს არ სცემს არც ჩვენს საქმეს. ჩვენც გვყავს ოჯახები უკან და გვინდა, რომ ჩავეხუტოთ ჩვენს შვილებს, ვნახოთ ჩვენი მშობლები. დედაჩემი 9 თვეა რაც არ მინახავს, რადგან მოწყვლადი ჯგუფიდან არის და მეშინია, რომ დაინფიცირდება.

მათ უმეტესობას, ვინც მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული, ვირუსის არსებობის არ სჯეროდა. სიტუაცია ძალიან მძიმეა, ვინც რეანიმაციაში შედის, უკვე აღარ გამოდის. განყოფილებები სავსეა, საწოლები გათავისუფლებას ვერ ასწრებს, რომ ისევ ივსება.”

რაც შეეხება ადამიანების ნაწილს, რომელიც პირბადის ტარებას აპროტესტებს და ამბობს, რომ არ შეუძლია მისი ტარება, ექთანი პასუხობს:

“არ არსებობს “არ შემიძლია”, არსებობს “არ მინდა”. ჩვენ ვატარებთ ფორმას, რომლითაც ძალიან რთულია ისუნთქო და ვატარებთ 8-10 საათი და ხანდახან დაუსრულებლად.

პირბადის ტარება ნამდვილად ეხმარება. მე პირველად შემეშინდა და ახლაც მეშინია საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის გამო,” ამბობს მირკოვასილი.

onalem

ტესტ