fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ომონია-პერამას ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სასტიკად სცემეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათენში ომონია-პერამას ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სასტიკი მოპყრობოს მსხვერპლი გახდა.

კერძოდ, 49 წლის მამაკაცს თავს მაშინ დაესხნენ, როცა თავისი მოძრაობის განრიგს ასრულებდა. ავტობუსში უცნობები ავიდნენ და მძღოლი მიხვდა, რომ გაჩერებული ტრანსპორტი ზედმეტად გადაიტვრითა. სწორედ ამიტომ სარკეში ჩაიხედა, რათა დაენახა, რა ხდებოდა უკან, თუმცა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რა ელოდა.

უცნობებმა მძღოლს შემდეგ გაჩერებამდე მისვლა აიძულეს, სადაც მგზავრების თანდასწრებით თავს დაესხნენ და უმოწყალოდ სცემეს.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დროს ავტობუსის მძღოლებზე თავდასხმები ძალიან მოხშირდა. ისინი საღამოს 18:00 საათიდან უკვე სხვა გზებით სიარულს არჩევენ, რადგან ივნისში ერთ-ერთ გაჩერებაზე ნასროლი ორი ტყვია რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა მძღოლებს, რომლებიც შესვენებაზე იყვნენ.

onalem

ტესტ