fbpx
კრიმინალი

მკვლელობა დაუჯერებელი მიზეზით დღეს დილით დიონისოში (ფოტოები)

დღეს დილით დიონისოს ტერიტორიაზე მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. მიზეზი კი კიდევ უფრო დაუჯერებელია – 77 წლის მამაკაცის სახლში ონკანიდან წყალი ჟონავდა, რის გამოც ის წყალმომარაგების ადგილობრივ დეპარტამენტში მივიდა და უფროსს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 53 წლის მამაკაცი, რომელიც დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მკვლელობამდე მათ შორის დაძაბული საუბარი წარიმართა, რის შემდეგაც 77 წლის ბერძენმა იარაღი ამოიღო და სამჯერ გაისროლა, შემდეგ კი გაიქცა.

პირველადი ცნობებით, მან წყლის გაჟონვის შესახებ საჩივარი რამდენჯერმე გამოთქვა, შემოწმების შემდეგ კი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვერანაირი პრობლემა ვერ იპოვეს. დავა დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და ისინი უხსნიდნენ, რომ შესაძლებელი იყო, რომ მიზეზი სრულიად სხვა რამ ყოფილიყო, რომელსაც წყალმომარაგების კომპანიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. 77 წლის მამაკაცი კი კვლავ მათ ადანაშაულებდა.

როგორც ირკვევა, დანაშაულის ჩადენა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რადგან როდესაც 53 წლის უფროსის (პანაიოტის) ოფისში შევიდა, სხვა თანამშრომელს მოსთხოვა, რომ იქაურობა დაეტოვებინა, რადგან საქმე მხოლოდ პანაიოტისთან ჰქონდა.

77 წლის მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

onalem

ტესტ