fbpx
საბერძნეთი

ვითარება ათენში კაფეების გახნის ფონზე: რიგები ფინჯანი ყავის მისართმევად

გუშინ მოსახლეობისთვის სანატრელი დღე დადგა – გაიხსნა კაფეები და ტავერნები და კარგი ამინდის პირობებში, ყველა ეს დაწესებულება ხალხით გადაივსო. ათენის რამდენიმე კაფესთან ხალხი იცდიდა კიდეც, რომ სხვების წასვლის შემდეგ, შესძლებოდათ ფინჯანი ყავა მიერთვათ.

სავსე იყო ათენის სამხრეთ გარეუბნები, ცენტრი, მათ შორის კოლონაკი, პლაკა, ფსირი.

აღნიშნული ბიზნესის მფლობელები დიდ იმედსა და ოპტიმიზმს გამოთქვამენ და იმედოვნებენ, რომ აღარ დაიკეტებიან და ქვეყანაში ეპიდმდგომარეობა გაუმჯობესდება.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში კორონავირუსზე აცრილია 3 მილიონზე მეტი ადამიანი, მაისის თვეში დაგეგმილია 2,8 მილიონი აცრა, ხოლო ივნისში 4 მილიონამდე. ეს ნიშნავს, რომ ზაფხულის დასასრულს, ლოგიკურად, უკვე უნდა გვქონდეს იმუნიტეტის ძლიერი კედელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს დავიხსნათ თავი შეზღუდვებისგან.

 

onalem

ტესტ