fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის ოპერაცია – სკუპა: დაკავებულია 73 უსაბუთო ემიგრანტი

საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია გუშინ ჩაატარა. ოფიცრები 14:00 საათიდან 21:00 საათამდე ამოწმებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თესალონიკის რამდენიმე უბანში.

გავრცელებული ინფორმაციით, საერთო ჯამში ოფიცრებმა 137 პირი შეამოწმეს, საიდანაც 73 დააკავეს. დადასტურებული ცნობით, დაკავებების სერია საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთის არქონის გამო მოხდა. არცერთ მათგანს, 73 ემიგრანტიდან, არ აღმოაჩნდა არც “ადია პარამონი” და არც თავშესაფრის დამადასტურებელი საბუთი.

ოპერაცია-სკუპა ჩატარდა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე და მიგრანტთა რამდენიმე ბანაკში, მათ შორის დიავატას ბანაკშიც.

საბერძნეთის პოლიცია უსაბუთო იმიგრანტების დაკავების ოპერაციებს გააგრძელებს.

onalem

ტესტ