fbpx
საბერძნეთი

ათენი: დააკავეს ბერძენი სტილისტი, რომელსაც თავისი სალონის საპირფარეშოში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში დააკავეს ბერძენი სტილისტი, რომელსაც თავის სილამაზის სალონში სათვალთვალო კამერები აღმოუჩინეს. ცხადია, საუბარი არ არის იმ ადგილებზე, სადაც ხალხს ემსახურებიან, არამედ საპირფარეშოზე.

როგორც ირკვევა, სილამაზის სალონი ვრილისიაში მდებარეობს. სავარაუდოდ, კამერები შენიშნეს კლიენტებმა, რომლებმაც ინფორმაცია პოლიციის განყოფილებას გადასცეს და პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მაგრამ სამოქალაქო ფორმაში. მათ თავი კლიენტებად წარუდგინეს და ითხოვეს, რომ საპირფარეშო გამოეყენებინათ.

შემოწმებისას ოფიცრებმა არათუ ერთი, არამედ ორი პატარა კამერა აღმოაჩინეს და სილამაზის სალონის მეპატრონე ფაქტზე დააკავეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩხრეკისას აღმოაჩინეს კოკაინის შეფუთებიც. გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, თუ რა მიზნით იყენებდა სტილისტი საპირფარეშოში გადაღებულ კადრებს.

onalem

ტესტ