fbpx
საზოგადოება

“ხუთი საათით დავქორწინდი და დავშორდი, იმავე საღამოს სხვასთან წავიდა” – კეტი დალი

მომღერალმა კეტი დალიმ საკუთარ ყოფილ მეუღლესა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლებსაც ცხოვრებაში მის გამო წააწყდა.

მან კარიერაში პირველი ნაბიჯები მაშინ გადადგა, როცა 1960-იან წლებში ამერიკასა და კანადაში ცხოვრობდა, შემდეგ კი საბერძნეთში ჩამოვიდა და დიდ გასართობ ცენტრებში გამოჩენა დაიწყო.

“დავქორწინდი და ჯვრისწერის შემდეგ დავშორდი. ეს ქორწინება ამაზე შორს ვერ წავიდოდა. არ შეიძლება დაქორწინდე და ამავე საღამოს ის სხვასთან წავიდეს. ქორწინებაში 5 საათი ვიყავი. თუმცა, ერთად 2 წელზე მეტ ხანს გავატარეთ. ის ეჭვიანობისგან კვდებოდა და უნდოდა გავენადგურებინე. არ შემეძლო პოლიციისთვის შემეტყობინებინა, რადგან ჩემზე გაზეთები დაწერდნენ და დედაჩემი და მამაჩემი ამის შესახებ გაიგებდნენ. მაშინ სახელი მქონდა.

ის მცემდა და სამსახურში, სადაც ვმღეროდი, ასე მივდიოდი, ფსიქოლოგიურად შებოჭილი. ჩემი ცხოვრება და კარიერა მის გამო დაინგრა. რამდენი გადავიხადე გაყრისთვის?! ქონება. და ეს არა მხოლოდ ფული, არამედ მთელი ცხოვრება დამიჯდა,” ამბობს მომღერალი.

onalem

ტესტ