fbpx
საზოგადოება

ალექსის კუგია სერიოზული ავტოავარიაში მოჰყვა – ადვოკატის მანქანა სატვირთომ გაიტანა

ცნობილ კრიმინალისტს, ალექსის კუგიას ერთი თვის მანძილზე უკვე მეორე ავტოავარია შეემთხვა, თუმცა, ამჯერად სერიოზული. კუგიას ავტომობილს სატვირთო მანქანა შეეჯახა და კადრები, რომლებიც ადგილიდან ვრცელდება, ნამდვილად შოკისმომგვრელია.

“ღმერთს ვუყვარვარ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე. ავარია სატვირთოს მძღოლის წარმოუდგენელი დაუდევრობით მოხდა. მაქვს ბზარები მარცხენა ხელზე და საბედნიეროდ, სულ ეს არის. მე ქსანთიდან მოვდიოდი და ნელა ვატარებდი მანქანას. მემგონი, სატვირთოს მძღოლს ჩაეძინა. ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, მხოლოდ ინსტინქტურად მანევრირება მოვახერხე, რამაც გადამარჩინა კიდეც. 

კარგი მძღოლი რომ არ ვყოფილიყავი, მოვკვდებოდი. ხელზე ოპერაცია გავიკეთე,” განაცხადა კრიმინალისტმა მედიასთან.

onalem

ტესტ