fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარიც – რა ქონებას ფლობს მენეღაკი?!

სახლი კარისტოში, ელინიკოსა და კიფისიაში და ვილა მელისიაში, რომელზეც ყველაზე მეტს საუბრობენ… ეს არის მიზეზი, თუ რატომ ითვლება ელენი მენეღაკი ბერძნულ შოუ ბიზნესში ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად. და მაინც, რამდენ მილიონს უდრის მისი ქონება?! მოდით, ვნახოთ ზუსტი რიცხვები!

მენეღაკის ვილა მელისიაში 4 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სახლი კი, რომელიც კიფისიაში აქვს 600.000 ევრო ღირს. ელინიკოზე მდებარე ოთხოთახიანი ბინის ღირებულება 400.000 ევროა, ხოლო კარისტოში მდებარე სახლი 250.000 ევრო ღირს.

კარისტო ელენი მენეღაკის მშობლიური მხარეა და მისი ბინა იქ მდებარე შენობის მე-5 სართულზეა განთავსებული. თუმცა, ამავე შენობაში არსებული 12 მცირე ზომის ბინა მის დედას აქვს გაქირავებული.

მელისიაში მდებარე ვილა, რომელიც 1.000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.

აღნიშნული სახლი, რომელიც მენეღაკის ეკუთვნის, სამი წლის წინ აშენდა, თუმცა, წყვილმა ის სულ უფრო და უფრო გააფართოვა.

სახლს აქვს დიდი ეზო, აუზი, თავისი გათბობით, უზარმაზარი სამზარეულო, ფიტნეს ცენტრი და ბარბექიუ. სამშენებლო სამუშაოები ერთი წელი გრძელდებოდა და წყვილს, მდიდრულ საცხოვრებელში 4 მილიონ ევრომდე აქვს გადახდილი.

 

onalem

ტესტ