fbpx
საბერძნეთი

21 წლის ბერძენმა 12-ჯერ გაიარა წითელ შუქნიშანზე, პოლიციის მანქანას დაეჯახა და შემდეგ დასაძინებლად წავიდა

ათენის ინციდენტის შემდეგ, სადაც 75 წლის ბერძენმა ნასვამ მდგომარეობაში საპირისპირო მიმართულებით კილომეტრები გაიარა და წითელი შუქნიშანი რამდენჯერმე დაარღვია, მედია ვოლოსში მომხდარი იგივე სახის შემთხვევის შესახებ იუწყება.

პოლიცია აედევნა 21 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანას სანომრე ნიშნების გარეშე მართავდა, ვინაიდან წინა კონტროლის შედეგად ჩამოართვეს, დარღვევის გამო. მიუხედავად ამისა, დაუმორჩილებლობა კვლავ გამოიჩინა და ვოლოსის ცენტრალურ გამზირზე მანქანით გამოვიდა, როცა პოლიციამ გაჩერების მინიშნება მისცა, ყურადღება არ მიაქცია და სვლა განაგრძო.

როგორც ირკვევა, მან 12-ჯერ გაიარა წითელ შუქნიშანზე, სიჩქარეს მოუმატა და დაეჯახა პოლიციის მანქანასაც, რომელსაც მისთვის გზა ჰქონდა გადაკეტილი.

ამ ყველაფრის შემდეგ ის სახლისკენ გაუდგა გზას, მანქანა ჩვეულებისამებრ გააჩერა, ვითომ არაფერი მომხდარიყო და დაიძინა.

მოგვიანებით პოლიცია მის სახლში მივიდა და დააკავეს, მართვის მოწმობაც ჩამოართვეს და როგორც გაირკვა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

onalem

ტესტ