fbpx
ფინანსები

საბერძნეთი: რა უნდა გავაკეთოთ, თუ დამსაქმებელმა საშობაო საჩუქარი არ გადაგვიხადა?!

როგორც უკვე ცნობილია, დღეს საბერძნეთში საშობაო საჩუქრის გადახდისთვის ბოლო დღეა, შესაბამისად, დამსაქმებლებმა თანხების ჩარიცხვა უნდა იჩქარონ.

დასაქმებულებს უჩნდებათ კითხვა, რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ თანხას არ მიიღებენ?

საშობაო საჩუქრის დროულად არ გადახდის ან საერთოდ არ გადახდის შემთხვევაში, დასაქმებული უნდა დაუკავშირდეს შრომის ინსპექციას (ეპითეორისი ერღასიას) და შეიტანონ საჩივარი. შემდეგ აღნიშნული საჩივარი გადაეგზავნება პროკურატურას და დაიწყება დამსაქმებლის სამართლებრივი დევნა. ინფორმაცია ასევე გადაეცემა პოლიციის შესაბამის განყოფილებას, რომ დაიწყოს საჭირო პროცედურები.

შრომის ინსპექციაში საჩივრის შეტანისას დასაქმებული თანხას არ იხდის, თუმცა, ინდივიდუალური სარჩელის შეტანისას საფასური 100 ევროა. სარჩელი უნდა შეიცავდეს დამსაქმებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, რაც მოიზრებს მის მისამართსაც, ვინაიდან საჭირო პროცედურები უნდა განხორციელდეს მომდევნო 48 საათის განმავლობაში.

ამას გარდა, დასაქმებულებს შეუძლიათ ანონიმური საჩივრები შეიტანონ და ამისთვის უნდა დარეკონ 1555-ზე ან თავად შრომის ინსპექციის ონლაინ-პლატფორმაზე. დარღვევების გამო მოსალოდნელია დამსაქმებელთა დაჯარიმება, შრომის კოდექსის დარღვევის გამო.

onalem

ტესტ