fbpx
ფინანსები

ფრთხილად! საბერძნეთში ყალბი 100 და 50 ევროიანები ვრცელდება!

პოლიციის ინფორმაციით, საბერძნეთში თაღლითური დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც 100 ევროიანებს აყალბებს და ამავე დროს, საკმაოდ მოხერხებულად ასაღებს მათ. ამ დროისთვის, ვარაუდობენ, რომ ისინი ძირითადად პატრასში მოქმედებენ.

კერძოდ, რამდენიმე ბანკში, აფთიაქსა და მაღაზიაში ყალბი ფული დააფიქსირეს, რომელთა ბაზარზე შემოტანასაც ისინი ცდილობენ.

tempo24.news-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მაშინვე პოლიციას აცნობეს. ოფიცრები მოსახლეობას მოუწოდებენ, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ 100 და 50 ევროიან ბანკნოტებს. ისინი უკვე დიდი რაოდენობით დაფიქსირდა.

onalem

ტესტ