fbpx
კრიმინალი

ტატიანა სტეფანიდუს მშობლებს და მათ დამლაგებელს თავს სამი შეიარაღებული პირი დაესხა

გუშინ ღამით ცნობილი ტელეწამყვანის მშობლებს, ძარცვის მიზნით, თავს სამი შეიარაღებული პირი დაესხა.

შემთხვევა დაახლოებით 21:30 საათზე, სპატაში მდებარე სახლში მოხდა, რომელშიც ტატიანა სტეფანიდუს მშობლები ცხოვრობენ. ძარცვის დროს ოჯახის დამხმარე ქალიც იქ იმყოფებოდა.

დამნაშავეებმა ზარი დარეკეს და მათ კარი ვეტერანმა კალათბურთელმა, მიმის სტეფანიდუმ გაუღო. სამივე მამაკაცს ხელში იარაღი ეჭირა და ცოლ-ქმარი და მათი დამხმარე ქალი ამ გზით გააჩუმეს.

შემდეგ მთელი სახლი გაჩხრიკეს და საბოლოოდ, მობილური ტელეფონითა და 60 ევროთი, უკვალოდ გაქრნენ.

onalem

ტესტ