fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ფრთხილად! – ასე იპარავენ ფულს ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

ჯიბის ქურდების მომდევნო თაობა უკვე წარმატებით აცარიელებს ათენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხის ჯიბეებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ თვალსა და ხელს შუა შეიძლება აღმოჩნდეთ პირადი ნივთის გარეშე. თუმცა, ახლა, როგორც ჩანს, ახალი “მეთოდი” დაინერგა.

თუკი თან ნაღდი ფული არ დაგაქვთ და ბარათით უფრო დაცულად გრძნობთ თავს, ეს გამოსავალი არ არის. დაუჯერებელია, მაგრამ დაფიქსირდა, რომ ჯიბის ქურდები მსხვერპლს აპარატით (POS) უახლოვდებიან და იქიდან რიცხავენ თანხას თავიანთ ანგარიშებზე.

ამას თანამედროვე აპარატებით ახერხებენ, რომლებიც ტელეფონებივით გამოიყურება, ამიტომ, ეჭვს ვერ შეიტანთ.

იმისთვის, რომ თანხა გადაირიცხოს საკმარისია მხოლოდ, რომ აპარატი ახლოს მიიტანონ თქვენს საფულესთან, სადაც ბარათი გიდევთ.

ბოლოს მსგავსი ქურდობისას მათ 25 ევრო გადარიცხეს.

onalem

ტესტ