fbpx
საბერძნეთისაქართველოსპორტი

საბერძნეთი: საქართველოს ნაკრებმა “აკროპოლის თასზე” სერბეთიც დაამარცხა

24 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში მიმდინარე “აკროპოლისის თასზე” მეორე შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან ჩაატარა და 68:66 გაიმარჯვა.

პირველი მეოთხედი სერბების უპირატესობით წარიმართა და მათი ხუთქულიანი უპირატესობით დასრულდა (20:15), თუმცა მეორე მეოთხედი ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა – 36:36.

შესვენების შემდეგ კვლავ სერბებმა იძალეს და მეოთხედი 5-ქულიანი უპირატესობით მოიგეს.

ბოლო მეოთხედი უაღრესად დაძაბულად წარიმართა, გადამწყვეტი კი მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო (65:65), დუდა სანაძის ზუსტი 3-ქულიანი აღმოჩდა, რის შემდეგაც სერბებმა მხოლოდ ერთი საჯარიმო ჩააგდეს.

ათენის დარბაზში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო 21 ქულით, 13 მოხსნითა და 3 პასით. 10 ქულითა და 2 მოხსნით დაეხმარა გუნდს დუდა სანაძე. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 8 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასია გიორგი შერმადინის ანგარიშზე, ხოლო მაიკლ დიქსონის – 8 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი.

დღესვე მოგვიანებით დასრულდება იტალიისა და საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძელი საბერძნეთი ანგარიშით 72:71 დაამარცხა, ბოლო მატჩს კი 25 აგვისტოს იტალიასთან ჩაატარებს.

onalem

ტესტ