fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ბანკები თვეში 0,50 ევროს გადასახადის დაწესებას აპირებენ მათთვის, ვისაც ანგარიში აქვთ

ტელეკომპანია Mega-ს საშუალებით ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში ბანკები აპირებენ დააწესონ თვეში 0,50 ევროს გადასახადი – ეს ნიშნავს, რომ ვისაც აქვს ანგარიში, ყოველი თვის ბოლოს ჩამოეჭრება 0,50 ევრო.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ბანკები აპირებენ აღნიშნული გადასახადების დაწესებას მხოლოდ სადეპოზიტო ანგარიშების/ბარათების მფლობელებისთვის. საუბარია იმ ბარათებზე, რომლებიდანაც ხდება გადარიცხვები, გადახდა. შესაბამისად, ანგარიშიდან, რომელიც განკუთვნილია თანხის შენახვისთვის ანუ არის შემნახველი ანგარიში, თანხა არ ჩამოიჭრება.

ამ დრომდე საბერძნეთში მსგავსი სახის გადასახადი არ არსებობდა, ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში კი, ვინც საკრედიტო ბარათს ფლობს, 0,50 ცენტის გადახდა მოუწევს თვეში, რათა ბარათი შეინარჩუნოს.

ამავე დროს, როგორც სიუჟეტში აღნიშავენ, ბანკები შეეცდებიან შეამცირონ საკუთარი მომსახურების საფასური, ბალანსის დასაცავად.

onalem

ტესტ