fbpx
საბერძნეთი

შოკისმომგვრელი საჩივრები პოლიხრონოპულოს შესახებ: აზარტულ თამაშებში დღეში 10.000 ევროს ფსონს დებდა

კონსტანტინოს პოლიხრონოპულოსთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. მას ედავებიან ფულის გათეთრებას და ორგანიზაციის თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ მოხალისე მამაკაცი, რომელმაც მისი ქმედებების შესახებ გამოამჟღავნა, აცხადებს, რომ ემუქრებიან, რადგან ხმა ამოიღო.

ამ ყველაფერთან ერთად, ირკვევა, რომ პოლიხრონოპულო აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და გარდა ბუზუკებისა, სადაც ათასობით ევროს ხარჯავდა, აზარტულ თამაშებში დღეში 10.000 ევროს ფსონებს დებდა. საერთო ჯამში, ამ მხრივ, პლიხრონოპულოს 600.000 ევროს დეპოზიტი ჰქონდა, 2 წლის მანძილზე.

აუდიტური ორგანოები ამ ეტაპზე მუშაობენ იმის დასადგენად, თუ სად მიდიოდა მილიონობით ევრო, რომელიც ორგანიზაცია “სხვა ადამიანის” ანგარიშზე ირიცხებოდა, მაგრამ რეალურად არ ხმარდებოდათ გაჭირვებულ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, არ ხმარებოდათ სრულად.

პოლიხრონოპულოს აღმოაჩნდა სხვადასხვა დეპოზიტები, სადაც ირიცხებოდა 90.000 ევრო და 60.000 ევრო აზარტული თამაშებისთვის იყო გამოყოფილი, ხოლო 30.000 ევრო ნაღდი ფულის სახით იყო მოხსნილი.

 

onalem

ტესტ