fbpx
ჯანმრთელობა

“ჩვენ არ ვუწევთ რეკომენდაციას ნიღბისა და ხელთათმანების მუდმივ ტარებას” – სოტირის ციოდრას

ბოლო ხანებში ბერძენ პროფესორებსა და ეპიდემიოლოგებს შორის გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, არის თუ არა აუცილებელი ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება, მოსახლეობის მიერ, გარეთ გასვლის ნებისმიერ შემთხვევაში. უამრავი ადამიანი მუდმივად მოიხმარს მათ, ვინაიდან თავს ბევრად დაცულად გრძნობს.

მიუხედავად ამისა, პროფესორმა სოტირის ციოდრასმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ უწევს რეკომენდაციას ხელთათმანებისა და ნიღბების მუდმივ ტარებას, ანუ მათი მოხმარება არ არის აუცილებელი ღია სივრცეში გადაადგილებისას.

ციოდრასი ამბობს, რომ აჯობებს, თუ ერთჯერად ხელთათმანებსა და ნიღბებს სამედიცინო პერსონალს დავუთმობთ, რომელთაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებათ, ვინაიდან მათზე დიდი მოთხოვნილებაა და შესაძლოა ჰქონდეს ხალხს, რომელთაც თავის დაცვა სხვანაირადაც შეუძლიათ, ხოლო ექიმებს, მომაკვდინებელ ვირუსთან პირისპირ ბრძოლაში, დეფიციტი შეექმნათ.

ამრიგად, ნიღბისა და ხელთათმანების ტარება რეკომენდებულია მხოლოდ მაღალის რისკის შემცველ დახურულ სივრცეებში, ინფიცირებულებთან ურთიერთობისას და არა ღია სივრცეებში ნებისმიერი გადაადგილებისას.

onalem

ტესტ