fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 6 წლის ბავშვი ალკოჰოლის ზემოქმედების გამო საავადმყოფოში მოათავსეს

6 წლის ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა მიიღო. შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ ბავშვი ღვინოს სვამდა. ისინი, არასრულწლოვანის მიმართ გამოჩენილი უყურადღებობის ბრალდებით, პოლიციამ დააკავა.

6 წლის ბიჭმა ჯანმრთელობის ადგილობრივ ცენტრში პირველადი დახმარება მიიღო, შემდეგ კი ვენიზელუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება და მისი მდგომარეობა ნელნელა უმჯობესდება.

onalem

ტესტ