fbpx
საზოგადოება

ათენი: როგორ იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი 1 მაისს?!

1 მაისს ტრანსპორტის სექტორის თანამშრომლები შრომის საერთაოშორისო დღეს აღნიშნავენ. შესაბამისად, გარეუბნების მატარებლები და ტროლეიბუსები არ იმუშავებენ. მძღოლები 24 საათიან გაფიცვას აცხადებენ.

მეტრო იმოძრავებს დილის 09:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე, (დუკისის პლაკენტიამდე).

ელექტრო მატარებელი (ტრენო) იმუშავებს დილის 08:00 საათიდან.

ავტობუსები იმუშავებს დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. თუმცა ავტობუსები 20:00 საათიდან დაიწყებენ მუშაობის შეწყვეტას.

საჯარო ტრანსპორტის თანამშრომლები შრომითი უფლებების დარღვევას და სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

onalem

ტესტ