ამინდის ცვლილება ხვალიდან საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ხვალიდან საბერძნეთში ამინდის მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი.

15 აგვისტოდან სინოპტიკოსები წვიმას, პერიოდულ სეტყვას ზოგიერთ რეგიონში და ძლიერ ქარს ვარაუდობენ.

კერძოდ, ხვალ 15 აგვისტოს, შუადღესა და საღამოს იწვიმებს:

ეპირუსში, დასავლეთ მაკედონიაში, ცენტრალურ მაკედონიაში (პელა, იმათია, პიერია), ჩრდილოეთ და დასავლეთ თესალიაში, ასევე დასავლეთ სტერეას მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში.

ხუთშაბათს, 16 აგვისტოს, შუადღეს და ღამით იწვიმებს:

ეპირუსში, დასავლეთ და ცენტრალურ მაკედონიაში (პელა, იმათია, პიერია).

 

melano

ტესტ