fbpx
საზოგადოება

ზაფხულის ამინდები მთელ საბერძნეთში – ზღვა ისეთივე თბილია, როგორც ივნისში

დღეს, 15 ოქტომბერს, საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე ზაფხულის ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის ძირითად ნაწილსა და კუნძულებზე მოსალოდნელია მზიანი დღე, ხოლო მთიან რეგიონებში მცირე მოღრუბლულობა.

გამონაკლისი არის მხოლოდ დოდეკანესი, სადაც ამინდი შუადღის საათებში შედარებით გაუარესდება.

ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია 6-დან 25 გრადუსამდე.

ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში – 11-დან 27 გრადუსამდე.

კიკლადესსა და კრეტაზე 13-დან 26 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

ზოგადად ატიკის რეგიონსა და ათენში მზინი ამინდი შენარჩუნდება. ტემპერატურა ქალაქის ცენტრში 14-დან 27 გრადუსამდე აიწევს.

თესალონიკშიც ასევე მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ხოლო ჰაერი 12-დან 25 გრადუსამდე გათბება.

ჩატარებული კვლევების თანახმად, საბერძნეთის წყლებში იგივე ტემპერატურა ფიქსირდება, რაც ივნისის თვეში იყო. შესაბამისად, შეგიძლიათ თამამად მიაშუროთ სანაპიროებს.

onalem

ტესტ