fbpx
კრიმინალი

ვინ არის ქალი, რომელიც მეუღლემ მოკლა მაშინ, როცა მათ შვილებს გვერდით ოთახში ეძინათ

საბერძნეთი შეძრა კიდევ ერთმა მკვლელობამ, რომელიც ლაკონიაში მოხდა. გარდაცვლილია 36 წლის ქალბატონი, რომელიც საკუთარმა მეუღლემ, ალბანელმა მამაკაცმა დაახრჩო.

ირკვევა, რომ შემთხვევა შეკამათების ნიადაგზე მოხდა. ამჟამინდელი ინფორმაციით, ქალს ქმრის მიტოვება უნდოდა, რასაც ის ვერ ეგუებოდა, შესაბამისად, იჩხუბეს და ფიზიკური დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა.

ალბანელმა მამაკაცმა თავად დარეკა პოლიციაში და თქვა: “მემგონი ჩემი ცოლი მოვკალი”.

ამბის ყველაზე ტრაგიკული მხარე ის არის, რომ მათ შვილებს, 8 და 10 წლის ბიჭებს, ინციდენტის დროს გვერდით ოთახში ეძინათ.

onalem

ტესტ