fbpx
კრიმინალი

დაუჯერებელი ძარცვა ათენში: წაღებულია 3.000 ევრო და 19.000 ევროს ძვირფასეულობა

ეს ძარცვა ნამდვილად უპრეცენდენტოა იქიდან გამომდინარე, თუ რა გზით შეაღწიეს დამნაშავეებმა ერთ-ერთ ბინაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ექსარხიაში მდებარე ბინაში, რომელიც 75 წლის მამაკაცის საკუთრებაშია, ძარცვა გუშინ, დილის 11:00 საათიდან 13:00 საათამდე მოხდა. ისინი დიდხანს აკვირდებოდნენ მოხუცის გადაადგილებას და როგორც კი დარწმუნდნენ, რომ სახლიდან გავიდა, მაშინვე გეგმის განხორციელება გადაწყვიტეს.

დაუჯერებელია, მაგრამ მათ კარის ჩარჩო მთლიანად მოანგრიეს, რომ შესვლა შესძლებოდათ. ფაქტობრივად, კედელი ჩამოანგრიეს.

არსებული ცნობებით, წაღებულია 3.000 ევრო, ნაღდი ფულის სახით, ასევე Rolex-ის ბრენდის საათი და ძვირფასეულობა, რომელთა საერთო ღირებულებაც 19.000 ევროა.

onalem

ტესტ